სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს - კვირის პალიტრა

სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს

სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს. შესაბამისი განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.

"სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება - ქართულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი პოსტი.

ტექნიკური შეხვედრა დამთავრდა, საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უშიშროების კომიტეტს დაევალა პოსტის დაყენება, რომ ხალხმა ამ სოფელში თავი დაცულად იგრძნოს“, - განაცხადა ბიბილოვმა, რომელიც მოლაპარაკებების ადგილზე თავადაც მივიდა და სოფელ წნელის მოსახლეობას შეხვდა.

"ინტერპრესნიუსი"