ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები თვალს ადევნებს ცნობებს სამხედრო ძალის ზრდის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს "სამხრეთ ოსეთის" რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს.

"მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და იმუშავონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზისა" და ჟენევის თანათავმჯდომარეთა მეშვეობით, შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად. მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი არხი შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"