"არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება"
"არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება"
"სამხრეთ ოსეთის“ "პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა მოსახლეობას მოუწოდა არ აჰყვნენ ჭორებს და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

"პატივცემულო მეგობრებო, თანამოქალაქეებო! სოფელ უისტაში (წნელისი) შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრმა დაიწყო სიტუაციის დაძაბვა რესპუბლიკაში. მინდა ყველას განვუმარტო, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება!

სოფელ უისტას მცხოვრებლები უკვე სრულ უსაფრთხოებაში არიან და სახელმწიფო ალანიას სასაზღვრო სამსახური იცავს! ასევე უარვყოფ ხმებს, რომ პრეზიდენტმა გაიყვანა თავისი ოჯახი! უფროსი შვილის გარდა ჩემი ოჯახი ადგილზეა, რომელიც სასწავლებლად დედის
თანხლებით რუსეთში გაემგზავრა“, - დაწერა ბიბილოვმა ფეისბუქში.

მან თანამოქალაქეებს მოუწოდა, არ ენდონ ჭორებს, რადგან "მათ სიკეთე არასდროს მოაქვთ“.
ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს
31 აგვისტო 2019 20:43
ჯერ ჩვენში უნდა აღმოიფხვრას ტერმინის " ე.წ."სამხრეთ ოსეთი" ხმარება,მერე ცივილიზებულ სამყაროს უნდა მოვთხოვოთ პატივი სცენ მეცნიერულად დასაბუთებულ ისტორიულ ფაქტებს და აღნიშნული ტერიტორია მოიხსენიონ ცხინვალის რაიონად.
###
31 აგვისტო 2019 13:01
ომად მაინც ღირდეთ!!!! უ ო მ რ ა დ აიბარგებით მანდედან --- ეს ძალიან მარტივად -- ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ი ს პრინციპია!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?