"სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის მილიტარიზაციის გაძლიერება აღმაშფოთებელია" - აშშ-ს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტი - კვირის პალიტრა

"სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის მილიტარიზაციის გაძლიერება აღმაშფოთებელია" - აშშ-ს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტი

"სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის მილიტარიზაციის გაძლიერება აღმაშფოთებელი და მიუღებელია, - აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის "ტვიტერზე“ გავრცელდა.

მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი და მისი მთავრობა სხვა ერების სუვერენიტეტის უგულებელყოფას აგრძელებენ.

"რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"