რას უპირებენ გიორგი გახარიას? - რა ინფორმაციები ვრცელდება კულუარებში - კვირის პალიტრა

რას უპირებენ გიორგი გახარიას? - რა ინფორმაციები ვრცელდება კულუარებში

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველი გუნდი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წარდგენას გეგმავს. იმას, რომ მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე მამუკა ბახტაძე მიდის, უკვე თავად "ქართულ ოცნებაშიც" ადასტურებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კულუარულ საუბრებში არ უარყოფენ არც იმ ფაქტს, რომ პრემიერის თანამდებობაზე ბახტაძის შემცვლელად სწორედ გიორგი გახარია შეარჩიეს - ძალოვანი მინისტრი, რომლის გადადგომასაც საზოგადოების დიდი ნაწილი 75-ე დღეა ითხოვს.

რატომ მაინცდამაინც გიორგი გახარია, რომლის მიმართაც მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის ყველაზე დიდი ნეგატიური განწყობა არსებობს? - საზოგადოებაში გაჩენილ ლოგიკურ კითხვას მმართველ გუნდში ჩუმად, თუმცა მაინც პასუხობენ.

კერძოდ, პოლიტიკურ კულუარებში არსებული ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია იმიტომ კი არ შეარჩია, რომ მისი გაპრემიერება სურს, არამედ პირიქით - სურს გახარიას კანდიდატურა და შესაბამისად, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტმა ჩააგდოს.

როგორც AMBEBI.GE-ს ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს, „ქართული ოცნების“ მიზანი ახლა სწორედ ისაა, რომ საკანონმდებლო ორგანომ ახალ პრემიერს და მის კაბინეტს მხარი არ დაუჭიროს, ხელოვნურად შექმნას პოლიტიკური კრიზისი და ასე გაიხსნას გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ, რომელიც საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა. გაგრძელება