"გიორგი გახარიამ დაიმსახურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარიამ დაიმსახურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა"

გიორგი გახარიამ საკუთარი მოღვაწეობით დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარტიას წარდგენისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გუნდს გახარიას კანდიდატურა მან თავად შესთავაზა ამ პოსტზე.

"დღეს დილით გვქონდა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიის პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ უმრავლესობასთან გვქონდა შეხვედრა და იქაც კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ჩვენი არჩევანის ობიექტური შეფასება. თქვენც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი შს მინისტრი, ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, მას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ასევე: შს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო