სერგეი გავრილოვი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას ეხმაურება
სერგეი გავრილოვი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას ეხმაურება
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს.

დეპუტატმა საქართველოში პრემიერ-მინისტრის ცვლილება შეაფასა და აღნიშნა ისიც, რომ ივნისის დარბევისას გიორგი გახარია ხისტი პოზიციით იყო გამორჩეული.

"საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით", - აღნიშნა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში
იყო ჩამოსული. ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარებისას გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის ვიზიტის გამო პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც 21 ივნისს პოლიციამ ძალის, რეზინის ტვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.

20-21 ივნისს განვითარებული
მოვლენების გამო საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება, რომლის მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გახარია "ქართულმა ოცნებამ" დღეს უკვე პრემიერ-მინისტრობის კადიდატად წარადგინა.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
04 სექტემბერი 2019 10:43
რუსეთი თავადაა თავფეხიანად ამერიკაზე დამოკიდებული,სულ ტყუილად ფაფხურობს,წიაღისეულის მარაგს ამოღება, ანუ დოლარი უნდა ,რომელიც მას არა აქვს ,არც ექნება ,ამერიკა მას არჯულებს ,კი არ ახრჩობს ,სჭირდება რუსეთი ცოცხალი ,ოღონდ არა აგრესიული ,არ ჩავა იმ შახტაში იანკი იმ ფასად ,რუსი რომ ჩადის,ჩვენ კი ვართ ამ შემთხვევაში იაფი ინსტრუმენტი,მაგრამ ჩვენსავე ხელშია რომ გავძვირფასდეთ დემოკრატიულობით ,ოღონდ არა ისეთით, მოვარდისფრო ცისფერი როა ,ნაცქოცმოქკავშირული !
სამართლისა და სასამართლო,საარჩევნო და საგადასახადო სისტემებით,არა ისეთით ,ნაციონალქოციონალურით ,მოქკავშირისაგან გოგორიშვილის ხელდასმით რომ ერგოთ და ნოდია ჭიაბერ და ის რა გვარი იყო საპრეზიდენტო რომ გააყალბა -თარხნიშვილი ,გაიძვერობით ,ის გამომრჩა პატარა რომ იყო ოღონდ ტანსავსე ,მერე რომ პრეზიდენტად იყრიდა კენჭს ,ხარატიშვილი ,არც ჟვანია ბრწინავს -მალავს საერთო საარჩევნო სიას ,რომელიც ემთხვევა მოსახლეობის აღწერის სიას ,დიახ !

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები