"ბიძინა ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას მთლიანად აცლის" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას მთლიანად აცლის"

ბიძინა ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას მთლიანად აცლის, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთვარობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს არსებული ვითარებიდან ერთდერთი გამოსავალი მოქმედება და არდანებებაა.

"ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას. ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი. ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში, გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად. საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას. ერთადერთი რისი უფლებაც არ გვაქვს არის უმოქმედობა და დანებება", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"