არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება. "ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის ახალ თანამდებობაზე უახლოეს დღეებში წარადგენენ. ლილუაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის ხელმძღვანელად შს მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურაა წარდგენილი. შს მინისტრად კი სუს-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ინიშნება.

სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი ინიშნება. ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იქნება, ასევე, არსებული ინფორმაციით, ის საგარეო დაზვერვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

"ინტერპრესნიუსი"