"წარსულში მე თვითონაც მოვიხსენიე ბიძინა ივანიშვილი ორლიგარქად, ის რუსეთში გამდიდრდა, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის გარემომომცველ პირთა გარკვეული ნაწილი" - კვირის პალიტრა

"წარსულში მე თვითონაც მოვიხსენიე ბიძინა ივანიშვილი ორლიგარქად, ის რუსეთში გამდიდრდა, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის გარემომომცველ პირთა გარკვეული ნაწილი"

წარსულში მე თვითონაც მოვიხსენიე ბიძინა ივანიშვილი ორლიგარქად, ის რუსეთში გამდიდრდა, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის გარემომომცველ პირთა გარკვეული ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LA FIGARO - სთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"საქართველოში ის დღეს ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს, იმიტომ, რომ საქართველოში არ არის ისეთი გარემოებები, რომ მილიარდერი ან მილიონერი გახდე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი პოლიტიკურად? დიახ, ის მნიშვნელოვანია. ივანიშვილმა მოახერხა ხელისუფლებაში მოსულიყო და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს ნამდვილად იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა. ის დღესაც არის უმრავლესობის პარტიის სათავეში და შესაბამისად, გავლენაც აქვს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუს ქართული თარგმანი პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.