"მინისტრობის თუ პრემიერობის მოკლე პერიოდში, ყოველთვის მქონდა უკმარისობის განცდა, რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის" - კვირის პალიტრა

"მინისტრობის თუ პრემიერობის მოკლე პერიოდში, ყოველთვის მქონდა უკმარისობის განცდა, რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის"

ჩემი მინისტრობის თუ პრემიერ-მინისტრობის ძალიან მოკლე პერიოდში, მე ყოველთვის მქონდა უკმარისობის განცდა, რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მას ძალიან კარგად ესმის რამხელა პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუკი მას პარლამენტი აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცებს. ამასთან მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის მოტივირებულია რათა ჯარისთვის ბოლომდე დაიხარჯოს.

"ჩემთვის ცოტა უჩვეულოა ამ ამპლუაში წარდგენა საზოგადოების წინაშე, ვინაიდან თითქმის 4 წელი მე ავიღე პაუზა და ახლა ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, დაგეგმილია ჩემი დაბრუნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც ჩემთვის უაღრესად საპატიო და საამაყო შემოთავაზება. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს დამაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე, პირველ რიგში კი ჩვენი საამაყო ჯარისკაცების წინაშე. ჩემი მინისტრობის თუ პრემიერ-მინისტრობის ძალიან მოკლე პერიოდში, მე ყოველთვის მქონდა უკმარისობის განცდა, რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის და ამ სამინისტროსთვის და ჯარისკაცებისთვის ვერ გავაკეთე ის ან იმდენი, რამდენიც მქონდა მოაზრებული ან დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, თქვენ ალბათ გესმით, რომ მე ვარ უაღრესად მოტივირებული, რომ ახლა, ჩემი მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში ბოლომდე დავიხარჯო და ბოლომდე ვემსახურო ამ სამინისტროს და ჩვენს ღირსეულ, საამაყო ჯარს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.