"ჯარში გაწვევის თემაზე პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი - სადღაც კი არ უნდა გაიქცნენ - სექტაში, არამედ იმ პოზიციაზე დადგნენ..." - კვირის პალიტრა

"ჯარში გაწვევის თემაზე პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი - სადღაც კი არ უნდა გაიქცნენ - სექტაში, არამედ იმ პოზიციაზე დადგნენ..."

ჯარში გაწვევის თემასთან დაკავშირებით პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი და რეალურია, რომ პარლამენტის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობა ჩამოაყალიბებს ამ საკითხს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ახალგაზარდებს საჭიროა ჰქონეთ მოტივაცია, რომ ჯარი მათ იმ უნარ-ჩვევებსა და განათლებას მისცემს, რაც მთელი ცხოვრება გამოადგებათ.

"ჯარში გაწვევის თემასთან დაკავშირებით, პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი, რადგან ახალგაზრდებს მოტივაცია უნდა ჰქონდეს მეტი. სადღაც კი არ უნდა გაიქცნენ - სექტაში, არამედ უნდა წავიდნენ და იმ პოზიციაზე დადგნენ, რასაც ჰქვია სამშობლოს სიყვარულის გამოხატულება. აგრეთვე, უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ ჯარი უნდა აძლევდეს იმ განათლებას, უნარ-ჩვევებს, რომელიც შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. რასაკვირველია, ამას კონკრეტული საქმიანობა უნდა მოჰყვეს. რეალურია, რომ პარლამენტის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობა, ზუსტადაც ამ მიმართულებით გაიყვანს და ჩამოაყალიბებს ამ საკითხს, რაც არ უნდა პოლიტიკურად შევფუთოთ ოპოზიციური თუ მხარდამჭერი პლატფორმებიდან", - განაცხადა ვოლსკიმ.