"რატომ გადავდექი თავის დროზე?" - რა უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა დასმულ შეკითხვას? - კვირის პალიტრა

"რატომ გადავდექი თავის დროზე?" - რა უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა დასმულ შეკითხვას?

წავედი, უბრალოდ დავისვენე, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვას, თუ რა იყო მისი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის საფუძველი, "თუკი მას ამხელა შემართება ჰქონდა და აქვს".

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მაშინ გუნდში ასეთი შეთანხმება მოხდა.

"რატომ გადავდექი თავის დროზე? მე ჩემს გამოსვლაში ავხსენი ყველაფერი, რატომ გადავდექი. ამის იქით დამატებით მიზეზებზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია. მე ასე ჩავთვალე იმ დროს საჭიროდ, ასეთი შეთანხმება მოხდა მაშინ კოალიციაში, გუნდის შიგქნით. წავედი, უბრალოდ დავისვენე,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"