"არაეფექტური იქნება თქვენი მთავრობა, იმიტომ, რომ გიორგი გახარიას არც ერთი თქვენგანი შინაგანად პატივს არ სცემს" - კვირის პალიტრა

"არაეფექტური იქნება თქვენი მთავრობა, იმიტომ, რომ გიორგი გახარიას არც ერთი თქვენგანი შინაგანად პატივს არ სცემს"

არაეფექტური იქნება თქვენი მთავრობა, იმიტომ, რომ გიორგი გახარიას არც ერთი თქვენგანი შინაგანად პატივს არ სცემს. ასე მიმართა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან ასევე აღნიშნა, გიორგი გახარიას მინისტრებთან ბიძინა ივანიშვილის ენით საუბარი მოუწევს.

"რაზე უნდა გელაპარაკოთ? რა კითხვა დაგისვათ? როცა საერთოდ პროგრამა არ წარგიდგენიათ. გაგვაგებინეთ, რა ქვეყანას ვაშენებთ? თუ ავტორიტარიზმისკენ ღიად მიდიხართ, რა თქმა უნდა, შეგეწინააღმდეგებით. პირადი ურთიერთობები, პირადი ურთიერთობებია, მაგრამ სახელმწიფო ინტერესები ნებისმიერ პირად ურთიერთობაზე მაღლა დგას იმიტომ, რომ აქ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალია სასწორზე. რომელ ეკონომიკურ ზრდაზე გვესაუბრებით, როცა ვერავინ ვერ გრძნობს ამას. ვინ გრძნობს? კი ბატონო, შეიძლება ვისაც თქვენ ემსახურებით, ის ადამიანები გრძნობენ, იზრდება მათი არაოფიციალური შემოსავალები. კიბატონო, თქვენი ერთ-ერთი ბოსი წყნეთში ახლა 22 მილიონიან სახლს იშენებს, მაგრამ ქვეყანას რა?-არაფერი. მაინტერესებს როგორ გაქრა ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი? არაეფექტური იქნება თქვენი მთავრობა იმიტომ, რომ გიორგი გახარიას არც ერთი თქვენგანი შინაგანად პატივს არ სცემს და მას თქვენთან ბიძინა ივანიშვილის ენით საუბარი მოუწევს. ქვეყნას უფრო მეტად შეიყვანთ ეკონომიკურ ჩიხში", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"