უნგრეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა - კვირის პალიტრა

უნგრეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო. იანოშ ადერი საქართველოს გუშინ ეწვია. დღეს ის საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

"უნგრეთი, როგორც უწინ, ისე მომავალშიც აპირებს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციაში", - ამის შესახებ ადორმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"