ბოკუჩავა გახარიას: "რას გრძნობთ, როდესაც ქვეყანა სკანდირებს, რომ "გახარიას უხარია, როდესაც ბავშვებს თვალებს თხრიან" - კვირის პალიტრა

ბოკუჩავა გახარიას: "რას გრძნობთ, როდესაც ქვეყანა სკანდირებს, რომ "გახარიას უხარია, როდესაც ბავშვებს თვალებს თხრიან"

ჩვენ აღარ გვაქვს სახელმწიფო, აღარ არსებობს გამოძიება, აღარ არსებობს სასამართლო, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო რგოლი არის ბიძინა ივანიშვილის მონურ მორჩილებაში. ამიტომ ჩვენ გვიწევს ჯალათ გიორგი გახარიას პარლამენტის ტრიბუნიდან დავუსვათ ის კითხვები, რაც საზოგადოებაში არსებობს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში, საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს უნდა მოუსმინონ.

დეპუტატი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან დაინტერესდა, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება გიორგი გახარიამ თუ ანზორ ჩუბინიძემ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ასევე, რატომ გამოიყენეს აქციის დასარბევად აკრძალული ტყვიები, რატომ ესროდნენ პოლიციელები ადამიანებს დამიზნებით, სახის არეში.

"ნორმალურ ქვეყანაში ჩვენ ბატონ გიორგი გახარიას პარლამენტში კითხვებას არ უნდა ვუსვამდეთ. ნორმალურ ქვეყანაში ბატონ გიორგი გახარიას კითხვებს უნდა უსვამდნენ ბრალდებულის სკამზე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ნორმალური ქვეყანა. ბიძინა ივანიშვილმა წაგვართვა ჩვენ ქვეყანა. ჩვენ აღარ გვაქვს სახელმწიფო, აღარ არსებობს გამოძიება, აღარ არსებობს სასამართლო, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო რგოლი არის ბიძინა ივანიშვილის მონურ მორჩილებაში. ამიტომ ჩვენ გვიწევს ჯალათ გიორგი გახარიას პარლამენტის ტრიბუნიდან დავუსვათ ის კითხვები, რაც საზოგადოებაში არსებობს. ბატონო გიორგი, ადამიანურად მაინტერესებს, თქვენ რას გრძნობთ, როდესაც თქვენი ქვეყანა სკანდირებს, რომ "გახარიას უხარია, როდესაც ბავშვებს თვალებს თხრიან". რას გრძნობთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორც ადამიანი? - ალბათ, არაფერს იმდენად მონურ მორჩილებაში ბრძანდებით ბიძინა ივანიშვილის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ტყვიებს, რომელიც აქციის დასარბევად გამოიყენეს, მხოლოდ ცხოველებზე იყენებენ.

"რატომ გამოიყენეთ ეს ტყვიები, რომლებსაც მხოლოდ ცხოველებზე იყენებენ? ცხოველებად აღიქვამთ საკუთარ მოქალაქეებს. გავეშებული რატომ დასდევდით ქუჩებში, სკვერებში, ბავშვებს, რომელსაც არანაირი საფრთხე არ შეიძლებოდა ჰქონოდათ პოლიციელების ან სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა ბოკუჩავამ.

"ინტერპრესნიუსი"