"პარლამენტში არ უშვებენ გახარიას მიერ თვალდათხრილ მოქალაქეებს" - "ნაცმოძრაობის" ფრაქციის სხდომა ჩაიშალა - კვირის პალიტრა

"პარლამენტში არ უშვებენ გახარიას მიერ თვალდათხრილ მოქალაქეებს" - "ნაცმოძრაობის" ფრაქციის სხდომა ჩაიშალა

მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ფორმატში ჩაიშალა. "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის მოსმენაზე, როდესაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია კითხვებზე პასუხების გაცემას იწყებდა, სალომე სამადაშვილი სხდომის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა. მან მოუწოდა დამსწრეებს, შეეწყვიტათ სხდომა, რადგან "პარლამენტში არ უშვებენ გახარიას მიერ თვალდათხრილ მოქალაქეებს".

"არ მიმაჩნია სწორად მოვუსმინო დღეს ამ სხდომას", - განაცხადა სამადაშვილმა.

ამ აზრს დაეთანხმა ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე და სხდომა შეწყვიტა. სამადაშვილმა გააჟღერა, რომ მაკო გომურს პარლამენტში არ უშვებენ.

"ინტერპრესნიუსი"