გახარია ხოშტარიას: "ცირკში ვართ?" - კვირის პალიტრა

გახარია ხოშტარიას: "ცირკში ვართ?"

ცირკში ვართ? იქნებ მაცადოთ რომ გიპასუხოთ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ "ევროპული საქართველოს" წევრს ელენე ხოშტარიას საპარლამენტო ფრაქციების: "ევროპული საქართველოს", "ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის", "ევროპული საქართველო − რეგიონების" სხდომაზე.

გახარიას ხოშტარიამ კითხვები 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვა და მინისტრისგან მოითხოვა ეპასუხა - მოხდა თუ არა მომიტინგეების გაფრთხილება აქციის დაშლის წინ, რაზეც გახარიამ უპასუხა: "რაღაც შემთხვევებში გავაფრთხილეთ, რაღაც შემთხევებში - ვერა".

ამის შემდეგ ხოშტარიამ კითხვა დააზუსტა, რის საპასუხოდაც გახარიამ დეპუტატს მიმართა:

"ცირკში ვართ? აბა, მაშინ იქნებ მაცადოთ რომ გიპასუხოთ. არსებობს ბევრი სხვადასხვა საშუალება, რომელიც იყო გამოყენებული", - მიმართა გახარიამ ხოშტარიას.

ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გარკვეული სპეცსაშუალების შემთხვევაში გაფრთხილება მოხერხდა, მაგალითად, წყლის ჭავლის, გაზის გამოყენების შემთხვევებში. ასევე, გახარიას განმარტებით, საზოგადოების გაფრთხილება აქციის დაშლის წინაც მოხდა.

ხოშტარიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, შს მინისტრის მოადგილემ 15 ივლისს განაცხადა, რომ ასეთ დროს აქციის მონაწილეების გაფრთხილებას აზრი არ აქვს, გახარიამ უპასუხა:

"კიდევ ერთხელ გეუბნებით, როდესაც მოხდა წყლის ჭავლის გამოყენება, მაშინ გაფრთხილებამ იმუშავა და ასეთი გაფრთხილება იყო. საერთო ჯამში რამდენიმე გაფრთხილება მოხდა, მათ შორის მედიასაშუალებების გამოყენებითაც. როცა გაზი იყო გამოყენებული, მაშინაც მოხდა გაფრთხილება. იმ შემთხვევაში, როდესაც კონტაქტი შტურმის დროს იყო ძალიან ახლო და ზოგ შემთხვევაში პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა რეზინის ტყვია, ამ შემთხვევაში გაფრთხილება ვერ მოხერხდა. მაშინ როდესაც იყო აუცილებელი მოგერიების პირობები, ასეთი გაფრთიხლების ვალდებულება არ არსებობდა. "პოლიციის შესახებ კანონი" პოლიციას ამის შესახებ აძლევს. წერტილი!", - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"