"ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები და მოქალაქეების ჯანმრთელობა შტურმისგან იქნება დასაცავი" - კვირის პალიტრა

"ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები და მოქალაქეების ჯანმრთელობა შტურმისგან იქნება დასაცავი"

ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები და მოქალაქეების ჯანმრთელობა შტურმისგან, თავდამსხმელებისგან იქნება დასაცავი,-ამის შესახებ ფრაქციის ფორმატში მიმდინარე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ამით მან "ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა-დღევანდელი გადმოსახედიდან მიაჩნდა თუ არა გახარიას, რომ 20 ივნისს გამოყენებული ტყვიები შეცდომა ან დანაშაული იყო.

"გასაგებია თქვენი პოზიცია, ისევ თუ დაგჭირდათ ისევ გამოიყენებთ?“,-მიმართა ნადირაშვილმა გიორგი გახარიას, რაზეც პრემიერობის კანდიდატმა უპასუხა-"რა თქმა უნდა“.

პარლამენტში ფრაქციების ფორმატში "ევროპული საქართველო“ მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენს. შეხვედრა უკვე ერთ საათე მეტია მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"