"როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს" - კვირის პალიტრა

"როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს"

როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ფორმატში დასრულდა.

კითხვაზე, რატომ არ უპასუხა მაკო გომურის კითხვას, რომელიც სხდომაზე ელენე ხოშტარიამ წაიკითხა და რატომ უწოდა მას შეფასება, გახარიამ განაცხადა, რომ მაკო გომურს შეკითხვებზე პირადად გასცემს პასუხს.

"არ მოგვეცა საშუალება. ეს იყო ზუსტად დაფიქსირებული, როგორც შეფასება, და მე როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს, ესეც ჩემი პოზიციაა", - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"