"ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე" - კვირის პალიტრა

"ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე"

"ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს ერთმნიშვნელოვნად იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 20 ივნისთან დაკავშირებით, ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ ტერმინის დასამკვიდრებლად.

როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში ყოფნა და ამ თემასთან დაკავშირებით დეპუტატების დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად არიან ისინი თავიანთ სიმართლეში დარწმუნებულები.

"ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს ერთმნიშვნელოვნად იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ. იმ დღეს არცერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა. ამაზე ჩვენ ვიღებთ სრულად პასუხისმგებლობას და როდესაც დამატებით პასუხისმგებლობას ვიღებთ იმის სახით, რომ დღეს თქვენს წინაშე ვზივარ და პასუხებს ვცემ თქვენს კითხვებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად ვართ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებულები. ამას გამოძიებაც დაადასტურებს, დროც და პოლიტიკური შეფასებებიც," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"