ემზარ კვიციანი გომელაურს: "მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით" - კვირის პალიტრა

ემზარ კვიციანი გომელაურს: "მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით"

მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, - ამ სიტყვებით მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა წევრმა ემზარ კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, ქვეყანაში ყველა მიმართულებით წითელია ანთებული.

"ბატო ვახტანგ, კითხვით გადმოვალ თქვენთან. წეღან, ვთქვი, როგორ წამოვედი მოსკოვიდან. იმ მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს", - განაცხადა კვიციანმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გომელაურმა კვიციანს კითხვით მიმართა, თუ რომელ წელს მოხდა ეს.

"თქვენ მაშინ არ მუშაობდით, მაგრამ თქვენი იქ მუშაობის დროს არ ჩაქვრა ის წითელი, რატომღაც. იქნება გამოსვლისას ჩამოკრათ იმ ე.წ. შტეფსელს და გამორთოთ ეს წითელი, ყველა მიმართულებით წითელი რომ არის ანთებული, მათ შორის, სასამართლოში. სასამართლო გაშეშებულია, ვერაფერს აკეთებს", - განაცხადა კვიციანმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო