"ჩვენ მოგვწონს ნათია თურნავას ზუსტი განცხადებები 20 ივნისის მოვლენებზე, ზოგჯერ მგონია, ის ჩვენი პარტიის წევრი ხომ არ არის" - კვირის პალიტრა

"ჩვენ მოგვწონს ნათია თურნავას ზუსტი განცხადებები 20 ივნისის მოვლენებზე, ზოგჯერ მგონია, ის ჩვენი პარტიის წევრი ხომ არ არის"

ჩვენ მოგვწონს ნათია თურნავას ძალიან ზუსტი განცხადებები და ფორმულირებები 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ მას, ზოგჯერ მგონია, ის ჩვენი პარტიის წევრი ხომ არ არის, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ საპარლამენტო ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" სხდომაზე განაცხადა, რომელსაც მინისტრობის კანდიდატები და ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია, ესწრება.

მისივე თქმით, გარკვევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს, ეს ყველაფერი პარლამენტის გასაკეთებელია.

"ქალბატონი ჩუგოშვილი, "რიხიან" განცხადებებს რომ აკეთებს 20 ივნისთან დაკავშირებით და ამბობს, რომ აღმაშფოთბელი იყო ბატონი გავრილოვის ეს ქმედებები, რა, არ იცოდა მან, რომ ეს ეს სხდომა აქ ტარდებოდა? უშუალოდ გავრილოვის ხელმძღვანელობა არ იგეგმებოდა, მიხაილიძეს უნდა წაეყვანა ეს და მე ვიცი ეს ყველაფერი. ჩვენ პარლამენტში უნდა დავიწყოთ იმის განხილვა, თუ რა უმსგავსობა მოხდა მაშინ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ძალიან დააზარალა. ჩვენ მოგვწონს ნათია თურნავას ძალიან ზუსტი განცხადებები და ფორმულირებები 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ მას, ზოგჯერ მგონია, რომ ის ჩვენი პარტიის წევრი ხომ არ არის", -განაცხადა ადა მარშანიამ.

"ინტერპრესნიუსი"