"გიორგი გახარია არანაირი სახელმწიფოებრივი ხერხემალი არ არის - ის არის ერთი გაფუყული მატყუარა " - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარია არანაირი სახელმწიფოებრივი ხერხემალი არ არის - ის არის ერთი გაფუყული მატყუარა "

გიორგი გახარია არანაირი სახელმწიფოებრივი ხერხემალი არ არის - ის არის ერთი გაფუყული მატყუარა, რომელიც ტრიბუნიდან თავხედურად იტყუბა, ის არის პასუხისმგებელი ახალგაზრდებისათვის თვალების დათხრაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ჭიაბერაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ევროპულმა საქართველომ" საზოგადოებას "გახარიას სახე მკაფიოდ დაანახა".

"დღეს პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" რა მასკარადიც უნდა ჩაატაროს, ვფიქრობ, რომ ეს არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს. კითხვები, რაც გახარიას მიმართ არსებობს, ძალიან ნათელია - ეს უკავშირდება 20 ივნისის "გავრილოვის სისხლიან ღამეს", ია კერზაიას, სარალიძის და სხვა ძალიან ცნობილ საქმეებს, სადაც პირდაპირ გახარია არის პასუხისმგებელი. რაც შეეხება ქვეყნის მდგომარეობას, ეს ასახულია სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის სრული უპერსპექტივობა, სიღარიბე, უმუშევრობა და ფასებს ზრდა. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარდად იცის, ვიდრე ქვეყანას "ქართული ოცნება" მართავს, სიღარიბისა და გაჭირვების საშველი არ იქნება. ამიტომ გამოსავალია საპარლამენტო არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოცილება", - განუცხადა ჟუერნალისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ მასკარადში "ევროპული საქართველოს" მონაწილეობა აუცილებელი არ არის, მაგრამ "ქართული ოცნებას" არ უნდა ეგონოს, რომ ამით რაიმე ტიპის კომფორტს შეუქმნიან.

"ყველა ის ტყუილი, რაც ამ გაფუყულმა მატყუარამ გუშინ, გუშინწინ და ნებისმიერ დღეს დაახეთქა, იქნება ყოველდღიურად შეფასებული ჩვენს მიერ. "ევროპული საქართველო" საზოგადოებას ყველა ამ ტყუილს გააცნობს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"ევროპული საქართველო" პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების საკითხი განიხილება, პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.

"ინტერპრესნიუსი"