"მონა ხარ" - პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირებაა - კვირის პალიტრა

"მონა ხარ" - პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირებაა

პარლამენტის შენობასთან დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.

„მონა ხარ“ - მიმართეს აქციის მონაწილეებმა ემზარ კვიციანს. თავის მხრივ დეპუტატი სამართალდამცავებს არ მიყვება და აცხადებს, რომ „არსად წასვლას არ აპირებს“.

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები ამ წუთებში კვიციანის დაკავებას ითხოვენ და სკანდირებენ - „დააკავეთ კანონდამრღვევი დეპუტატი“.

"ინტერპრესნიუსი"