"არ შეიძლება ლარის კურსის ასეთი მერყეობისთვის მზად არ ვიყოთ" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება ლარის კურსის ასეთი მერყეობისთვის მზად არ ვიყოთ"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ლარის კურსის მერყეობა არ უნდა იყოს შოკური, მოულოდნელი და ის უნდა იყოს ძალიან დაბალანსებული.

ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არ შეიძლება ასეთი მერყეობისთვის მზად არ ვიყოთ.

"ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა. ჩვენი ეკონომიკისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის დიდი ნაწილი დამოკიდებულია ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე, თუმცა, ჩვენ შიდა მდგრადობის ბევრი კარგი კომპონენტი გაგვაჩნია. მარტივი გადაწყვეტები არსებობს, როგორც ადრე წყვეტდნენ, საგარეო ვალის ხარჯზე ლარის კურსის დაჭერა. როგორც ადრე იჭერდნენ - საგარეო ვალი, რეზერვები, დოლარის მიწოდება ბაზრისთვის და დოლარი შეიძლება გავხადოთ... ძალიან სწრაფად და შოკურად. მაგრამ ეს არის ეკონომიკისთვის დამანგრეველი, ამიტომ ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს სამუშაო ადგილები, დივერსიციფიცირებული ეკონომიკა, ფინანსური სტაბილურობა და მაქსიმალური ოდენობა სამუშაო ადგილების, რამეთუ ლარის მერყობას არ ჰქონდეს ისეთი მძიმე სოციალური ზეგავლენა, როგორიც აქვს,“ - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ლარიზაცია უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს იყო ერთმნიშვნელოვნად სწორი გადაწყვეტილება.

"ინტერპრესნიუსი"