"დღეს ისტორიის სწორ მხარეს დგას ქართველი ხალხი და არასწორ მხარეს დგას ივანიშვილის ხელისუფლება" - კვირის პალიტრა

"დღეს ისტორიის სწორ მხარეს დგას ქართველი ხალხი და არასწორ მხარეს დგას ივანიშვილის ხელისუფლება"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც "სამაჯურით შეამკეს".

"იმის შემდეგ არ ჩატარებულა საპარლამენტო სხდომა, რადგან მე ვაპირებდი მოსვლას. თუ არ ჩავთვლით მიმდინარე კვირას. დღე გადავწყვიტე მოვსულიყავი. მთავარ სათქმელს სხდომათა დარბაზში ვიტყვი. დღეს საქართველოში საქართველოს მოქალაქე ვერცერთი უფლებით ვერ სარგებლობს, ვერც პოლიტიკურით, ვერც სოციალურით, ვერც ეკონომიკურით. ივანიშვილის ხელისუფლებას კეფაში ესმის ქართველი ხალხის სუნთქვა და რა თქმა უნდა, ძალიან მალე ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და ივანიშვილის ხელისუფლებას გადადგამს, სადაც უნდა გადაიდგას.

დღეს ისტორიის სწორ მხარეს დგას ქართველი ხალხი და არასწორ მხარეს დგას ივანიშვილის ხელისუფლება. ამ სამყაროში არაფერი იმაზე ღირებული და კარგი არ შექმნილა, ვიდრე ადამიანია და არაფერი იმაზე ძლიერი არ შექმნილა, ვიდრე მართალი ადამიანია. და როცა ადამიანი მართალია, მთასაც გადადგამს. რომელი მთა ივანიშვილია?! აქედან გამომდინარე გარდაუვალია გამარჯვება. უბრალოდ მოკლე დისტანციაა დასაფარი. ემოციები მძინვარებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მარცხისა და ჩამოშორების თანავე დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენ გვინდა ამ ქვყენას ჰქონდეს მკაფიო და ნათელი მომავალი," - განაცხადა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"