აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა - კვირის პალიტრა

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

აფხაზეთის "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 47.38% პროცენტი მოიპოვა, - ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ე.წ. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მეორე "კანდიდატმა" ალხაზ კვიცინიამ ხმათა 46.19 პროცენტი მოიპოვა.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების "მეორე ტური" 8 სექტემბერს გაიმართა. ამომრჩეველთა აქტივობა 65.98 პროცენტი იყო.

"ინტერპრესნიუსი"