"ძალოვნების გაძლიერება არჩევნებისთვის" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძე ახალ მინისტრთა კაბინეტზე - კვირის პალიტრა

"ძალოვნების გაძლიერება არჩევნებისთვის" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძე ახალ მინისტრთა კაბინეტზე

ეს არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ეს ვიღაცების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ გამოუვა".

"კითხვა მინდა დაგისვათ: რამე შეიცვალა 1 წლის განმავლობაში? ჩვენ ასევე ვუყურეთ წინა პრემიერ -მინისტრს ზარ-ზეიმით რომ დაინიშნა. რამე შეიცვალა? რამე კონცეპტუალურად ახალი შემოგვთავაზეს? ეს უბრალოდ არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება, მაგრამ ასე არ გამოვა. საქართველოში შეიძლება ყველაფერი შეინარჩუნო, მაგრამ ეს ვერ მოხდება ვიღაცების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"