"გახარია, ღარიბაშვილი და გომელაური ეცდებიან "რემბო" ითამაშონ" - კვირის პალიტრა

"გახარია, ღარიბაშვილი და გომელაური ეცდებიან "რემბო" ითამაშონ"

ვფიქრობ, მომავალი 13 თვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე რთული პერიოდი იქნება სამოქალაქო ომის შემდეგ, რადგან გახარია, ღარიბაშვილი და გომელაური ეცდებიან "რემბო" ითამაშონ, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ფადი ასლიმ განაცხადა.

მან ისაუბრა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ და უპასუხა "ინტერპრესნიუსის" შესაბამის კითხვას.

"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ არაფერი შეიცვლება, რადგან გადაწყვეტილების მიმღები პირი კვლავაც ბიძინა ივანიშვილია. ის ადამიანებს ნიშნავს თანამდებობებზე და ათავისუფლებს, როცა უნდა. ახლა გახარია ყველაზე პოპულარული ადამიანია "ქართულ ოცნებაში", ისევე, როგორც კვირიკაშვილი იყო და სწორედ ამიტომ დაინიშნა პრემიერი. ბიძინა ივანიშვილი გახარიას პოპულარობით ცდილობს საკუთარი თავის გაძლიერებას, მაგრამ ჩემი აზრით, შემდეგი 13 თვე ძალიან რთული იქნება და დიდი გამოწვევები იქნება. ვფიქრობ, მომავალი 13 თვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე რთული პერიოდი იქნება სამოქალაქო ომის შემდეგ, რადგან გახარია, ღარიბაშვილი და გომელაური ეცდებიან "რემბო" ითამაშონ და ამას ჩემი აზრით, ძალიან ნეგატიური შემობრუნება ექნება. ვფიქრობ, არ იქნება დიდი ცვლილებები. "ქართული ოცნება" ეცდება პოზიციების შენარჩუნებას, 2020-ის არჩევნებისთვის მოემზადებიან. გახარია არ გადადგა 20 ივნისის მერე, ივანიშვილის ხელში ის ერთადერთი ყინული იყო, ასე რომ, ივანიშვილს მისი "დადნობა" არ სურდა. თუმცა ქვეყნისთვის, ეკონომიკითვის და ა.შ. არაფერი შეიცვლება, ივანიშვილი ყველაფერს აკონტროლებს", - განაცხადა ასლიმ.

"ინტერპრესნიუსი"