"რასმუსენის განცხადება ნიშნავს, რომ ნატო მზად არის ალიანსში მიგვიღოს, თუმცა რუსეთთან კონფრონტაციაზე არ წავა"
"რასმუსენის განცხადება ნიშნავს, რომ ნატო მზად არის ალიანსში მიგვიღოს, თუმცა რუსეთთან კონფრონტაციაზე არ წავა"
მე ვფიქრობ, რომ რასმუსენის განცხადება მისი ინიციატივა არ იყო, გაახმოვანებინეს, უკეთეს შემთხვევაში, ნატო-ს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ, - ასე აფასებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გარეშე და ნატო-ს მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

არეშიძე მიიჩნევს, რომ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის
ეს განცხადება ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან ნატო-ში მიგვიღონ, თუმცა, რუსეთთან კონფრონტაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების გამო, არ წავლენ.

"ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ეს განცხადება თავისთავად ძალიან საინტერესო განცხადებაა. დაფიქრება ნამდვილად ღირს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა გაიმართოს ამ თემაზე. ეს განცხადება გაეკეთებინა ამ
ორგანიზაციის წარმომადგენელს უკეთესი იქნებოდა, ბუნებრივია, მაგრამ მაინც საინტერესოა. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება მისი ინიციატივა არ არის, ეს გაახმოვანებინეს, სთხოვეს. უკეთეს შემთხვევაში, ნატო-ს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიგიღებთ ნატო-ში, ოღონდ რუსეთთან კონფრონტაციაზე არ წვალთ, რუსეთთან სადაო არის ოკუპირებული ტერიტორიები და ის ჩვენთვის არის მაინც თქვენი სახელმწიფოს ნაწილი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების გამო, რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევალთ
", - განაცხადა მამუკა არეშიძემ "ინტერპრესნიუსთან".

შეგახსენებთ, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

"ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება", - განაცხადა რასმუსენმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები