მამუკა ხაზარაძის პარტიის ერთ-ერთი წევრი, სავარაუდოდ, კახა კოჟორიძე იქნება - კვირის პალიტრა

მამუკა ხაზარაძის პარტიის ერთ-ერთი წევრი, სავარაუდოდ, კახა კოჟორიძე იქნება

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პარტიაში, რომელიც რამდენიმე დღეში დაფუძნდება, შესაძლოა, იურისტი კახა კოჟორიძე გაწევრიანდეს.

"მე მქონდა შეხვედრა ბატონ მამუკა ხაზარაძესთან, თუმცა ამ ეტაპზე მე ვერ დაგიდასტურებთ ჩემს გადაწყვეტილებას, თუმცა, მე ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს," - განაცხადა კახა კოჟორიძემ რადიო "პალიტრის" გადაცემა "შუადღის სტუდიაში".

მისივე განმარტებით, მამუკა ხაზარაძე პირადად ხვდება ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებმაც წლების განმავლობაში ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულება აჩვენეს.

"ვიცი ის, რომ ბატონი მამუკა ხაზარაძე პირადად ხვდება ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს, რომელმაც თავისი პროფესიული წარსულით აჩვენა, რომ არის ღირებულებების, პრინციპების ერთგული ადამიანი, აქტიური ადამიანი, მებრძოლი უკეთესი საქართველოსთვის. ასეთ ადამიანებს ის ხვდება და ეს ვიცი," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში მამუკა ხაზარაძე ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობის, შემდეგ კი პარტიის დაფუძნებას გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"