ინაშვილი დევიდ კრემერს: "ბოდიში მომიხადეთ"
ინაშვილი დევიდ კრემერს: "ბოდიში მომიხადეთ"
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი დევიდ კრემერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც ინაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, 2 დღის განმავლობაში გიგა ბოკერია და მისი თანაპარტიელები "პატრიორტთა ალიანსის" შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, ამიტომ მას აქვს უფლება ამ სიცრუეზე უპასუხოს.

ინაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ჰკითხა, "არის თუ არა დემოკრატია ადამიანის წამება, რასაც სააკაშვილი - ბოკერიას გუნდი წლების განმავლობაში აკეთებდა".

თავისი გამოსვლის დასასრულს, ინაშვილმა დევიდ კრემერს მიმართა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

"თქვენ ბოდიში უნდა მომიხადით,
ბატონო კრემერ! იმიტომ, რომ თქვენ გადააბიჯეთ და შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს პარლამენტის წევრს და ბოდიში მომიხადეთ",- მიმართა ინაშვილმა კრემერს.

შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირისპირება თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, Now What?, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის გამოჩენას მოჰყვა. პანელის წამყვანმა
დევიდ კრემერმა ინაშვილს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ამავეს ითხოვდნენ ინაშვილისგან კონფერენციის ორგანიზატორებიც. სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

ინციდენტზე ისაუბრა დევიდ კრემერმაც და აღნიშნა, რომ ამაში პოლიტიკური არაფერი ყოფილა.

"არ ვიცოდი, ვინ იყო მიკროფონიანი ბიჭი, არ ვიცოდი, ვინ იყო ქალი, რომელიც მოვიდა და რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ ის "პატრიოტთა ალიანსიდანაა" და ასევე, ვიცე-სპიკერია. ვიფიქრე, რომ რაც მათ გააკეთეს, ძალიან უხეში იყო და შლიდა კონფერენციას. მათ შეუძლიათ დასწრება, მაგრამ ეს უნდა გააკეთონ ისე, როგორც დანარჩენმა სხვებმა, რაც ნიშნავს დარეგისტრირებას და მონაწილეობის მიღებას წყნარად, სანამ მათ სიტყვით გამოსვლისთვის დაუძახებენ. არაფერი პოლიტიკური ამაში არაა, მხოლოდ ვიფიქრე, რომ ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა", - განუცხადა კრემერმა "ინტერპრესნიუსს".

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (3)
Lizi
11 სექტემბერი 2019 12:57
Dedakaci romelic arafrad agdebs protokolsa da urtiertobis formalur mharesa da dadgenil cesebs hulignurad aterorebs saertashoriso rangis konferenciebs aris ki girsi iyos parlamentis vice spikeri. Samarchvinoa es dedakaci yvela ganzomilebit.
Ver carmomidgenia romelime civilizebul an semi civilizebul qveyanashi hqonoda aset incidents adgili.
არა
11 სექტემბერი 2019 07:22
უჯიშო ამერიკელებმა,სადაც ფეხი დაადგეს იქ ბალახიც არ ამოსულა.ყვგან ნგრევა და ომები მოაქვს. შორს ჩვენგან ბოროტი ამერიკელები!
...
10 სექტემბერი 2019 22:28
Ra und am qals parlamentshi? Misi adgili lilos bazrobazea.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები