"საქართველოს წარმომადგენლობა ნატოში აქტიურად ხელს უწყობს უფრო მეტ საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში"
"საქართველოს წარმომადგენლობა ნატოში აქტიურად ხელს უწყობს უფრო მეტ საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში"
მე ვნახე აზრთა გაცვლა-გამოცვლა საქართველოში ალიანსში გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე, ორ რეგიონთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი წერს.

„მე ვერ ვხედავ ნატოში იმის სურვილს, რომ ეს მოხდეს, არც იმის მჯერა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ამ იდეის დროულობას უზრუნველყოფს. საქართველოს წარმომადგენლობა ნატოში აქტიურად ხელს უწყობს უფრო მეტ
საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში, მკაფიო და კონკრეტული იდეებით. ეს არის სწორი მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულად. მალე ჩრდილოატლანტიკური საბჭო იქნება საქართველოში, რათა განვიხილოთ, თუ როგორ გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის როგორ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, რაც ეხმარება მას წევრობისთვის მომზადებაში“, - განაცხადა აპატურაიმ.

"ინტერპრესნიუსი"

mmg
12 სექტემბერი 2019 11:17
აბა, დაიშალეთ!
ალექს
12 სექტემბერი 2019 10:22
ეს მოქმედია,ისინი უმოქმედო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?