მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გაიმართება - კვირის პალიტრა

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გაიმართება

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობიდან აცნობეს, მოძრაობის დაფუძნების ღონისძიებაზე ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები.

"ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს", - აცხადებენ პრესსამსახურში.

ღონისძიება ანაკლიაში 12:00 საათზე დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"