"ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი არ არის, თითოეულის გადასარჩენია - ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა"
12-09-2019
"ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი არ არის, თითოეულის გადასარჩენია - ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა"
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება "ლელო" იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

"ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, მისი გაერთიანება 12 ადამიანს მოძებნის ყველა სფეროში, რომელიც ლიდერი იქნება.

"ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება, ლიდერების პარტია, ეს არის იქნება მამუკა
ხაზარაძის პარტია, ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა და შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ დავასახელებთ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გ
ამოვა ამ მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ",- განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, მას სურს, იღვაწოს და საქმე გააკეთოს ყველასთვის, გამარჯვება კი იქნება, როდესაც საქართველოში ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას.

"შეიძლება, მადლობაც კი ვუთხრა იმ შემოტევების გამო ყველა იმ ჩინოვნიკს, იმ პოლიტიკოსს, რომელთაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს. რადგან მე გავახილე თვალები და ვთქვი, რომ მე ასე ვერ გავაგრძელებ. ეს აღარ მეხება მე, ეს ეხება უკვე თითოეულ ჩვენგანს და მე აღარ მინდა, ამ ნაპირის მხარეს ვიდგე, აღარ მინდა, მერქვას ბიზნესმენი, რომელმაც ეს თქვენთან ერთად დიდი შრომის შედეგად განახორციელა. მე ახლა მინდა, რომ ვიღვაწო და საქმე გავაკეთო ყველასთვის, გამოცდილება, თუ როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, გამოვიყენოთ. რაც ყველაზე მთავარია, შეიქმნას ნიადაგი, რომ ეს ნიჭიერი ქართველები, ნიჭიერი ხალხი, რომელიც მიმოფანტულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მივცეთ მათ დაბრუნების საშუალება. ჩვენი გამარჯვება იქნება, როცა ჩვენი ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას და ეს იქნება პირველი ნიშანი, რომ საქართველოში ქართველები უნდა დაბრუნდნენ. წასული ადამიანები უნდა დაბრუნდნენ", - განაცხადა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

მარინა
12 სექტემბერი 2019 16:30
გამიხარდა და იმედი მომეცა! დედაგვთისმშობელმა დაგლოცოთ!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?