რუსული "სიკვდილის კოცნა" გახარიასთვის? - რას ამბობს მეთიუ ბრაიზა საქართველოს პრემიერზე?
12-09-2019
რუსული "სიკვდილის კოცნა" გახარიასთვის? - რას ამბობს მეთიუ ბრაიზა საქართველოს პრემიერზე?
საქართველოში პოლიტიკოსის პოლიტიკური სიჯანსაღისთვის ცუდია, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ ის კარგი პირი იქნება პირდაპირი დიალოგის წარმართვისთვის - მსგავსი განცხადება შეიძლება, „სიკვდილის კოცნა“ იყოს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ის გამოეხმაურა რუსეთიდან საქართველის ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი განცხადებებს, რომ საქართველომ შესაძლოა, მისი თაოსნობით პირდაპირი დიალოგი დაამყაროს მოსკოვთან. მეთიუ ბრაიზას თქმით, მსგავსი განცხადებები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის სანდოობას რთულს ან
შეუძლებელს ხდის და შესაძლოა, რუსეთის მიზანია, კონცენტრირება სხვა საკითხზე მოხდეს, ვიდრე იმაზე, თუ რა არის ამ ყველაფრის მიღმა.

„ზოგადად, ვფიქრობ, რომ აქ, საქართველოში პოლიტიკოსის პოლიტიკური სიჯანსაღისთვის ცუდია, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ ის კარგი პირი იქნება პირ
დაპირი დიალოგის წარმართვისთვის. ეს უამრავ ეჭვს აჩენს ამ პოლიტიკურ ლიდერზე და მის სანდოობას რთულს ან შეუძლებელს ხდის. მსგავსი განცხადება შეიძლება, „სიკვდილის კოცნა“ იყოს. შესაძლოა, სწორედ ესაა რუსეთის გეგმები - რომ ქართული პოლიტიკური კურსი არიოს. ეს არ უკავშირდება იმას, რომ მათ მოსწონთ პრემიერ-მინისტრი ან ივანიშვილი, არამედ სურთ, რომ ყველას მსგავსი კითხვები გაგვიჩნდეს და ფოკუსირება მოვახდინოთ რაღაც სხვაზე, ვიდრე იმის დანახვაზე, თუ რა არის ამ ყველაფრის მიღმა - რომ რუსეთი ცდილობს, მოახდინოს პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაცია, წაახალისოს ექსტრემიზმი, წაახალისოს ადამიანები ერთმანეთთან ბრძოლისკენ, რათა ისინი დემოკრატიულად ვერ განვითარდნენ, იმ მიზნით, რომ ამ ქვეყნის მანიპულირება იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა ბრაიზამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
მედეა
15 სექტემბერი 2019 12:53
სიმართლე-ს, სწორად მსჯელობთ, გმადლობთ. ტელესივრცეში გავრცებული კადრებიდან, მომეწონა გახარიას კატეგორიული ტონი გუბერნატორებისადმი, წარმოადგინეთ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმაო დროულადო. ასე ააწყობს ალბათ სამუშაო რიტმს, არც თვითონ მოისვენებს და არც სხვას მოასვენებს. დრო ცოტა აქვს, ხალხი არის სამართლიანად განაწყენებული. პრობლემების გადაწყვეტა ან არ ხდება, ან უხარისხოდ ხდება, ან დროში უსაშველოდ იწელება და მოთმინებადაკარგული ველით ---მ თ ა ვ რ ო ბ ი ს ქმედუნარიანობას. მართალია ალტერნატიული პოლიტიკური ძალა ჯერჯერობით არ ჰყავს "ოცნებას", მაგრამ გულაცრუებული ამომრჩეველი სანდო არ არის და შეიძლება დიდი შეცდომა დაუშვას. ასე, რომ გახარიაზეა ახლა ოცნება და საზოგადოება ჩამოკიდებული. დიდი შანსი აქვს და უნდა
გ ა ა მ ა რ თ ლ ო ს, სხვა გზა არ არის. "სირცხვილია"-ს სირცხვილი უნდა იქეთ აჭამოს, ვისი ფულით ფინანსდებიან, ვინ და რატომ ხარჯავს ამ ახალგაზრდებზე თანხებს, გამოსაძიებელია, სწორ გზაზე დასაყენებლები არიან ისინი და სამშობლოს არევ-დარევის ნაცვლად, სიმშვიდის უზრუნველყოფის პროცესში ჩასაბმელები..
Rrr
14 სექტემბერი 2019 12:20
Es kasi aris shemogdebuli chveni kveynis shoda sakmeebshi dzaan ereva nu adzlevt usxoelebs amis sashualebas chvet unda vipikrot saghi azrovnebis xalxtan urtiertoba gamoadgeba tua ara kveyanas
ზვიადი
14 სექტემბერი 2019 11:40
გახარია ამერიკელებისთვის მიუღებელი და რუსებისთვის მისაღებია, ამერიკელები ფინანასურად და ინსტიტუციონალურად გვეხმარებიან,რუსებმა ქვეყნის 20%უკვე წაგვართვეს და დანარჩენის წართმევასაც აპირებენ.ხო და კიდევ ბევრი ასეთი რაღაცის დაწერა შეიძლება..

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?