"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია" - კვირის პალიტრა

"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია"

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა საკუთარი უკანონო, ბოროტი ქმედებებით რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ძირი გამოუთხარა" , - წერს ორტაგუსი.

"ინტერპრესნიუსი"