ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა."ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა საკუთარი უკანონო, ბოროტი ქმედებებით რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ძირი გამოუთხარა" , - წერს ორტაგუსი."ინტერპრესნიუსი"