"ეს პრემიერ-მინისტრი აუცილებლად გადაიყოლებს "ოცნებას" - კვირის პალიტრა

"ეს პრემიერ-მინისტრი აუცილებლად გადაიყოლებს "ოცნებას"

ეს პრემიერ-მინისტრი აუცილებლად გადაიყოლებს „ოცნებას“. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „მუქარის წერილზე“ საუბრისას განაცხადა, რომელიც, მისი თქმით, გიორგი გახარიასგან მიიღო.

მისივე განმარტებით, ის ეცდება მექანიზმის მოფიქრებას, რომ წერილის დედანი პროკურატურას ისე გადაეცეს, რომ მისი განადგურება არ მოხდეს.

"ამ შემთხვევაში ადამიანს განცდა გეუფლება, რომ სიმართლისთვის კი არა, ძალაუფლების შენარჩუნებისთვისაა საუბარი. თუ სიმართლის დადგენა უნდათ, პირველი „ოცნება“ უნდა იყოს ამ სიმართლის მხილებით დაინტერესებული... ეს პრემიერ-მინისტრი აუცილებლად გადაიყოლებს „ოცნებას“. მე ვეცდები ყველაფერს, რომ ჩვენი ინგლისელი იურისტების რჩევით მექანიზმი მოვიფიქროთ, რომლის მიხედვითაც წერილის დედანი პროკურატურისთვის ისე იქნეს გადაცემული, რომ მისი განადგურება არ მოხდეს. მეორე, ძალიან მარტივია იმ 120 ანაბეჭდის და ლინგვისტური ანალიზის შედარება იმიტომ, რომ ეს ბაზა საქართველოში არსებობს. გიორგი გახარია არის იქ, რომელმაც ეს წერილი დაბეჭდა, მდივანი თუ კურიერი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის ჩემი ანაბეჭდებიც არის იქ, რადგან მე გადმომეცა ეს წერილი, მაგრამ ვიღაცა იქნება იქ, რომლის ვინაობაც უნდა დავადგინოთ, თუ რატომ მოხდა მისი ანაბეჭდები ამ წერილზე. ეს ძალიან მნშივნელოვანია. ნახევრად სიმართლე ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. არსებობს სიმართლე ან ტყუილი. მე სიმართლე მაქვს არჩეული და თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში რამე შეიცვალოს, პროცედურას უნდა გავყვეთ“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"