რას პასუხობს ვანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძეს
რას პასუხობს ვანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძეს
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მასთან დაკავშირებით "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას "ურცხვ ტყუილს" უწოდებს.

ჩხარტიშვილი ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის "საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა".

"ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში, სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წუთი ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები ვიდრე ის ტყუილები, რომლითაც იგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა.

სააკაშვილთან ალიანსში ბიზნესმენთა დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურცხვი ტყუილით
გადაიფარება, როგორც ეს წუხელ სცადა ხაზარაძემ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რამდენად იმსახურებს ახალგამომცხვარი პარტიის ლიდერი ნდობას.

ხაზარაძესთან ჩემი სასამართლო დავა ეხებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემთვის ფოთის წისქვილკომბინატის და მასთან მიბმული ნავმისადგომების საქმეს, რომლებიც მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორედ მამუკა ხაზარაძის "თიბისი ბანკის"
მეშვეობით უკანონოდ წამართვა. რაც მთავარია, ეს რეკეტი ბანკმა ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჩემი ლონდონში დევნილობის დაწყებიდან მეორე დღესვე დაიწყო. ორივე ეს დავა ერთ მოსამართლესთან იმ უბრალო მიზეზით მოხვდა, რომ დავა ერთ საქმეს ეხებოდა. მე ხაზარაძეს სამართლიანად მოვუგე ორი ინსტანციის სასამართლო, მაგრამ პროცესი შევწყვიტე იმიტომ, რომ საკითხი ორ სუბიექტს შორის დავაზე უფრო დიდი აღმოჩნდა და შეეხო უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობისა და ქვეყნის საფინანსო სტაბილურობის განმსაზღვრელი ინსტიტუტისადმი ნდობის სახელმწიფოებრივ თემებს.

ბატონი ბიძინას ამ საქმეში ჩართვა ზემოდასახელებული სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო გამოწვეული და არა საქმის გარჩევის სურვილით, როგორადაც სურს ხაზარაძეს საქმე წარმოაჩინოს. გაუგებარია მისი ნარატივები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თემაზეც, მე არაფერში მჭირდებოდა მათი რამენაირი გადაწყვეტილება, რადგან ვერ შემზღუდავდა მოქმედებებში.ისევ მე დავთმე და მოგებული საქმე გამოვიტანე სასამართლოდან. არც ვნანობ, რადგან მიუხედავად სამართლიანობისა, დავის გაგრძელება მნიშვნელოვნად დააზიანებდა ბიზნეს გარემოს საქართველოში და გახდებოდა ბიზნესში არასასურველი პროცესების მაპროვოცირებელი. ჩემთვის მთავარი იყო დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე, რაც გავაკეთე კიდეც. მისმა ბანკმა უშუალოდ მისი მონაწილეობით 17 საათზე სრულიად უსაფუძვლოდ მიითვისა ჩემი ქონებები და 5 წუთში სხვა პირზე გადაყიდა, რათა "პატიოსანი მყიდველის" შემოყვანით მითვისებული ქონება გადაემალა. ეს დოკუმენტურად დადასტურდა სასამართლოზე და კიდევ, დავა ეხებოდა 18 მილიონს და არა 30-ს, როგორც ამას ხაზარაძე ამბობს.

იგი დღეს ცდილობს კოლეგა ბიზნესმენების ძარცვაში მონაწილეობის თემა გაუკუღმართებული მოდელირებითა და ტყუილებით დაგვავიწყოს. არ გამოვა, რადგან ასეთი საქმეები მის წარსულში უამრავია. გახმაურებულებიდან საკმარისია დავასახელოთ "ელიტელექტრონიქსი", მიტაცებული ლისის ტბა , ფოთის წისქვილკომბინატი და ნავმისადგომები, სხვა არაერთი "ქეისი".

ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს. ამაოდ, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ ბიზნესს ტოტალურად ატერორებდა და დევნიდა, ის მათთან ერთად იყო და ჩვენი ქონებების მიტაცებით მდიდრდებოდა. უფრო მეტიც, ამ მიმართულებით გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის იგი სააკაშვილმა 2007 წელს ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა. ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ მასალები ამ დავის დეტალებზე", - ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ გუშინ, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილთან დავას ეხებოდა. ხაზარაძის ინფორმაციით, ჩხარტიშვილი მათგან 30 მილიონს ითხოვდა. გარდა ამისა, ხაზარაძის თქმით, "ვანო ჩხარტიშვილს აქვს ბევრი დავა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან და ყველა ეს დავა ხვდება ერთ მოსამართლესთან".

"ინტერპრესნიუსი"

სამართალი
16 სექტემბერი 2019 00:00
თბს- ბანკის კიდევ ერთი წაღებული ბიზნესია სუპერმარკეტი გუდვილი და მისი შვილობილი საწარმოები, სქემა იყო ძალიან მარტივი - სააკაშვილი მსხვილ ბიზნესმენებს დააისრებდა ფულის მოტანას/რაიმე პროექტის დასაფინანსებლად, რომელიც უნდა შეეწირათ ქვეყნის ე.წ კეთილდღეობისათვის, თუ ამ კომპანიაბს არ ქონდათ თავისუფალი აქტივები, აიძულებდნენ აეღოთ სესხი თბს- ბანკში. ბანკიც დიდი ენთუზიზმით აძლევდა თანხებს საკმაოდ კაბალური ბირობებით.
ამიტომ მართალია ჩხარტიშვილი, როდესაც ხაზარაძეს. აბრალებს წინა ხელისუფლებასთან უნისონში, კოლეგა ბიზნესმენების გატყავებაში მონაწილეობას.
???????????????????????
14 სექტემბერი 2019 17:54
ამათ კიდევ აბლაყუნებთ, სხვა საქმეები მოწესრიგებულია?
მამუკა
14 სექტემბერი 2019 07:25
სწორს ამბობს ჩხარტიშვილი, ქოქოლაძეს ელიტელექტრონიქსი სააკაშვილს თიბისი ბანკით აახია

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?