"მივიღე გაფრთხილება" - რა განაცხადა ნიკა მელიამ პროკურატურის დატოვების შემდეგ - კვირის პალიტრა

"მივიღე გაფრთხილება" - რა განაცხადა ნიკა მელიამ პროკურატურის დატოვების შემდეგ

გირაოზე და შინაპატიმრობაზე უფრო მკაცრი ღონისძიება არის მხოლოდ პატიმრობა. მე ვუთხარი, რომ შეგიძლიათ ახლავე ჩათვალოთ ჩემი პოზიცია საბოლოო პოზიციად, სადაც საჭიროდ ჩავთვლი იქ მივალ, - ამის შესახებ დეპუტატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ განუცხადა.

ნიკა მელიას თქმით, პროკურატურას სხვა გამოსავალი არ აქვს, ან უნდა დააპატიმროს ნიკა მელია, ან მისცეს საშუალება, რომ გადაადგილდეს იქ, სადაც უნდა.

"მივიღე გაფრთხილება, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების სახე იქნება გამოყენებული ჩემს მიმართ. გირაოზე და შინაპატიმრობაზე უფრო მკაცრი ღონისძიება არის მხოლოდ პატიმრობა. მე ვუთხარი, რომ შეგიძლიათ ახლავე ჩათვალოთ ჩემი პოზიცია საბოლოო პოზიციად და თქვენს ხელმძღვანელობას გადასცეთ, რომ აუცილებლად, სადაც ჩავთვლი საჭიროდ, რომელ ტელე-რადიო კომპანიაშიც ჩავთვლი საჭიროდ იქ მივალ, მიუხედავად იმისა, პროკურატურა ამაზე თანხმობას განაცხადებს თუ -არა",-განაცხადა მელიამ.