"პატრიოტთა ალიანსი" აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავს - კვირის პალიტრა

"პატრიოტთა ალიანსი" აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავს

"პატრიოტთა ალიანსი" აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავს. პროტესტის მთავარი მიზეზი თბილისში, 10 სექტემბერს გამართული საერთაშორისო კონფერენციაა - "Now What?".

საპროტესტო აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე "Now What?" ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ინაშვილს ღონისძიების ორგანიზატორები, მათ შორის კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრამერი მოუწოდებდა, დარბაზი დაეტოვებინა, თუმცა ინაშვილი ღონისძიებას დაესწრო.

მომხდარი ფაქტის შემდეგ, 12 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით დევიდ კრამერის „პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"