"გახარია ჩვენი დასავლური ვექტორისთვის სერიოზული პრობლემაა" - რატომ ფიქრობს მამუკა ხაზარაძე, რომ "გახარია რუსეთის კაცია"?
"გახარია ჩვენი დასავლური ვექტორისთვის სერიოზული პრობლემაა" - რატომ ფიქრობს მამუკა ხაზარაძე, რომ "გახარია რუსეთის კაცია"?
ფოტო:გიორგი გახარია
"გახარია ჩვენი დასავლური ვექტორისთვის სერიოზული პრობლემაა", - განაცხადა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" მამუკა ხაზარაძემ რომელმაც ახლახან საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" დაარსა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- გიორგი გახარია, რომელსაც თქვენ მუქარის წერილის გამოგზავნაში ადანაშაულებთ, პრემიერ-მინისტრი გახდა. ეს თქვენთვის მოულოდნელი იყო?
- არ იყო მოულოდნელი. გახარია ჩვენი დასავლური ვექტორისთვის სერიოზული პრობლემაა.

- რას გულისხმობთ?
- იმას, რაც Deutsche Welle-მ თქვა და შემდეგ შეაცვლევინეს - გახარია რუსეთის კაცია.

- გაქვთ არგუმენტები ამ სერიოზული ბრალდების დასასაბუთებლად?
- გახარია
იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში აშკარად ეწინააღმდეგებოდა ანაკლიის განვითარების გეგმას და ეს უცხოელ დიპლომატებთანაც არაერთხელ უთქვამს.
მამუკა ხაზარაძე
როდესაც მინისტრი ხარ და ასეთი მნიშვნელობის პროექტს არ აჩქარებ, თუნდაც იმიტომ, რომ დაასწრო შენს კონკურენტს და შენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანას, რომელიც ყოველ კვირას 100 მეტრ მიწას გაჭრის, სხვა ვერსია არ
არსებობს.

ეკონომიკურად მართლაც გაუმართლებელი პროექტიც რომ იყოს (და ეს ასე არ არის), აფხაზეთის გვერდზე ამხელა ინფრასტრუქტურის აშენებას სახელმწიფო მნიშვნელობა რომ აქვს, დიდი დაფიქრება არ სჭირდება. მაშ, რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, თვალის პაჭუნი და "წერილი თუ სიხარულის" ძებნა?..
ყველაფერი იქით მიდის, რომ კონტრაქტი გაგვიწყვიტონ. 12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. კიდევ კარგი, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვესწრებოდით იმ შეხვედრას, თორემ ჩვენ დაგვბრალდებოდა.

- რას ნიშნავს გამოაგდო?
- ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო. ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. მეტ დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ…

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენ საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატოა სრულად


გიორგი კვიტაშვილი
ლალი პაპასკირი
უსამართლოება.
16 სექტემბერი 2019 13:00
ხაზარაძე და ჯაფარიძე ჩვეყლებრივი დამნაშავეები არიან, პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია, აი რატომ არიან გარეთ ეგ უკვე ბიძინას უნდა ვკითხოთ.
2019
16 სექტემბერი 2019 12:57
გახარია საჭირო დროს და საჭირო ადგილას მოვიდა.
ალექს
16 სექტემბერი 2019 10:06
სამართლის გარემო და შესატყვისი ტრადიციია სრულიად არადასავლურია,რუსულია და ჩვენს გზებზე ხიდებზე და გვირაბებზე უფრო გაუვლელი,ციცაბო ვიწროებში და საფრხე მახეებითაა სავსე!!!;

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები