"ივანიშვილი, როდესაც მისი ფოტოც არ მოიძევებოდა ბუნებაში, სააკაშვილის ყველაზე დიდი დამფინანსებელი იყო" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი, როდესაც მისი ფოტოც არ მოიძევებოდა ბუნებაში, სააკაშვილის ყველაზე დიდი დამფინანსებელი იყო"

"სააკაშვილი და ივანიშვილი ერთნაირი ენით ლაპარაკობენ", - განაცხადა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" მამუკა ხაზარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, როდესაც ექსპრეზიდენტმა მას და შეგახსენა, რომ მისი მმართველობის პერიოდში "თიბისი ბანკის" კაპიტალი 24-ჯერ გაიზარდა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

მამუკა ხაზარაძე: "სააკაშვილსაც ხომ არ უნდა, მადლობა გადავუხადოთ? ის და ივანიშვილი ერთნაირი ენით ლაპარაკობენ. ბიძინა ივანიშვილი, როდესაც მისი ფოტოც არ მოიძევებოდა ბუნებაში, სააკაშვილის ყველაზე დიდი დამფინანსებელი იყო. არ ვიცი, ახლა რატომ არ ამბობენ ამას. ერთად იყვნენ და შემდეგ რა მოხდა, ერთმანეთში გაარჩიონ. ერთი მეუბნება, 30 მილიონი გაჩუქეთ და მადლობაც არ გადაგიხდიაო, მეორე ამბობს, რატომ გაიზარდეო? წარმოიდგინეთ, რომელიმე წარმატებულ კომპანიას რომ უთხრას ვიღაცამ, რატომ გაქვს ასეთი მაღალი რეიტინგი, ვისი ხელისუფლების პირობებში გაიზარდეთო?! არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ის ძირეული რეფორმები, რომლებზეც ეს მთავრობაც დგას, თუნდაც პოლიციის რეფორმა, სააკაშვილის გუნდის გაკეთებულია, მაგრამ პრეზიდენტი, ქვეყნის მთავარსარდალი, რომელიც ქვეყნიდან მიდის, მნიშვნელობა არა აქვს ბრალდებას, მეტიც, სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, დამთავრებულია, ამიტომაც შევუთვალე, ოდესელებს ელაპარაკე-მეთქი. ბიზნესმენს უფრო ადვილად მიეტევება ქვეყნიდან წასვლა და თავშესაფრის მოთხოვნა, ვიდრე პრეზიდენტს. მის სიტყვას ფასი არა აქვს, ისევე როგორც ივანიშვილისას, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს დახურულ კარს მიღმა აგვარებს.

ასევე შეუძლებელია ივანიშვილს დავუვიწყოთ ის ქველმოქმედება, რაც მან გასწია,– მიუხედავად მაფიოზური მმართველობისა. მან ეკლესიები ააშენა, ადამიანები ფიზიკურად გადაარჩინა და ა.შ.

იხილეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენ საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატოა სრულად

გიორგი კვიტაშვილი

ლალი პაპასკირი