"გაარკვიონ, რა დავა ჰქონდა ჩხარტიშვილს პატარკაციშვილის ოჯახთან და ვინ იყო მოსამართლე, რომელთანაც ჩხარტიშვილის ყველა საქმე მიდიოდა"
"გაარკვიონ, რა დავა ჰქონდა ჩხარტიშვილს პატარკაციშვილის ოჯახთან და ვინ იყო მოსამართლე, რომელთანაც ჩხარტიშვილის ყველა საქმე მიდიოდა"
ფოტო:მამუკა ხაზარაძე, ვანო ჩხარტიშვილი
12 სექტემბერს ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" დააფუძნა და ოქტომბერში პარტიის დაფუძნებაც დააანონსა. მან ტელეინტერვიუებში ბევრ თემაზე ისაუბრა, თუმცა "კვირის პალიტრასთან" მრავალ ისეთ საკითხზე ლაპარაკობს, რომლებზეც ტელეეთერში არ უთქვამს და ეს განცხადებები დიდ რეზონანსს გამოიწვევს ქართულ პოლიტიკაში. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენს ტელეინტერვიუებში დასახელებულ პირთაგან თითქმის ყველამ გაგცათ პასუხი. დავიწყოთ ვანო ჩხარტიშვილით, რომლის თქმითაც, სააკაშვილის ხელისუფლებამ თქვენი ბანკის მეშვეობით წაართვა მას ფოთის ნავმისადგომი და "წისქვილკომბინატი", რომლის დაბრუნებასაც ცდილობდა და
ბიძინა ივანიშვილი საქმეს კი არ არჩევდა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საქმეს აგვარებდა. მისივე თქმით, უკან იმიტომ დაიხია, რომ საინვესტიციო გარემო არ დაზარალებულიყო. მან ისიც შეგახსენათ, რომ 2007 წელს სააკაშვილისგან ღირსების ორდენი გაქვთ მიღებული.

- ჩხარტიშვილის პასკვილებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ყველას შეუძლია გაარკვიოს, რამდენ კომპანიასთან ჰქონდა დავა,
ვინ იყო მოსამართლე, რომელთანაც ყველა საქმე მიდიოდა.
ასევე, გაარკვიონ, რა დავა ჰქონდა ჩხარტიშვილს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან, რომელსაც მეგობრობას ეფიცებოდა და ვიცით, როგორც დასრულდა ყველაფერი. არ მინდა სიღრმეებში წასვლა, მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ ჩხარტიშვილს 30 მილიონი ეკუთვნოდა და რადგან უცებ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე დაფიქრდა, ეს თანხა ვინმეს აჩუქა?

- ჩხარტიშვილის თქმით, დავა 18 მილიონს ეხებოდა...
- თუნდაც ეს თანხა იყოს... ვინმეს სჯერა, რომ ჩხარტიშვილის ნაამბობი მართალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად სახელმწიფოებრივ საქმეებს პროკურორის თანდასწრებით არჩევს?.. როდესაც ორი კაცის შერიგება გინდა და შეხვედრაზე პროკურორს ახვედრებ, ამას კაცურადაც ცუდი სახელი ჰქვია. სჯობს, სიღრმეებში არ ჩავიდნენ და აქ გაჩერდნენ, თორემ გადაიჩეხებიან.

იხილეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენ საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

გიორგი კვიტაშვილი
ლალი პაპასკირი



??????
16 სექტემბერი 2019 17:36
ამ კვირასაც ამათ აბლაყუნებთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები