"მარტო მე და მამუკამ ვიცით, სამწუხაროდ პროკურატურიდან კადრებს არ იძლევიან" - რაში სდებს მამუკა ხაზარაძეს ბრალს პოეტი ზვიად რატიანი? - კვირის პალიტრა

"მარტო მე და მამუკამ ვიცით, სამწუხაროდ პროკურატურიდან კადრებს არ იძლევიან" - რაში სდებს მამუკა ხაზარაძეს ბრალს პოეტი ზვიად რატიანი?

პროკურატურაში გვანახეს კადრები, ხელმოწერით. ოდესმე ამის დამტკიცება შემეძლება, შემეძლება, როცა ეს საბუთები გამოვა სააშკარაოზე და სტრასბურგში მოვიგებ საქმეს. ხაზარაძის ხელია მოწერილი, მხოლოდ მე და ჩემ ადვოკატს გვინახავს, არ გვაძლევენ,-ამის შესახებ პოეტმა ზვიად რატიანმა "პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა. რატიანმა მასსა და მამუკა ხაზარაძეს შორის არსებული დავაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის აღნიშნული დამტკიცებას ოდესმე შეძლებს.

ზვიად რატიანის თქმით, მას შემდეგ რაც მან პოსტი დაწერა სოციალურ ქსელში ხაზარაძის სახელით მასთან რეკავდნენ, თუმცა ამის დამტკიცება არ შეუძლია.

"მარტო მე და მამუკამ (ხაზარაძემ) ვიცით , სამწუხაროდ პროკურატურიდან კადრებს არ იძლევიან, რაც მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი. "თიბისის“ კამერის შეჭრილ კადრებზე ვსაუბრობ, ამოღებულია ყველაფერი, რითაც დაიწყო ისტორია, რომელიც დავიწყებულია და არავის არ მინდა, რომ გავახსენო. "თიბისის“ კადრებია მიტანილი პროკურატურაში, რა ფოტოკადრის გადაღება ხდება, შეკრეჭილი, დამონტაჟებული კადრებია, სადაც ამბის დასაწყისი არ არის. მე გიჟი კი არ ვარ, მახსოვს ყველაფერი, როგორც მოხდა.

არ ვამხელდი , სანამ პოლიტიკაში არ გაეკვეხა, პოლიტიკაში ასეთი ტიპები არ უნდა იყვნენ, რომლებიც ყველგან გვყიდიან ნებისმიერ თანხად. ხვალვე ისევ ბიძინა გადაუხდის და მე მეძახიან ბიძინას ნაყიდს.

ხაზარაძის ხელია მოწერილი, მხოლოდ მე და ჩემ ადვოკატს გვინახავს, არ გვაძლევენ. პროკურატურაში გვანახეს კადრები, ხელმოწერით. ოდესმე ამის დამტკიცება შემეძლება შემეძლება, როცა ეს საბუთები გამოვა სააშკარაოზე და სტრასბურგში მოვიგებ საქმეს.",-აცხადებს ზვიად რატიანი.

"ინტერპრესნიუსი"