"მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ..." - რას ამბობს კალაძე დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებულის შეწყალებაზე
"მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ..." - რას ამბობს კალაძე დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებულის შეწყალებაზე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით, მიუღებელია.

"ამაზე მე ერთხელ უკვე გავაკეთე განცხადება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია და მესმის საზოგადოების აღშფოთება. მე მგონია, რომ უნდა გადაიხედოს… მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკონონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს გადახედვა. როგორც მოვისმინეთ, თვითონაც არის ამის ინიციატორი, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს შეწყალებასთან დაკავშირებით,"- განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის,
დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

"ინტერპრესნიუსი"


საყდრიონელი
17 სექტემბერი 2019 17:06
იმპიჩმენტი!
lika
17 სექტემბერი 2019 14:46
ზოგადად , არ მესმის მკვლელის შეწყალება როგორ შეიძლება. პრეზიდენტმა უკვე მეორე მკვლელი შეიწყალა რატომ? თვითონ ხომ არ აქვს რამე პრობლემები?

რუბრიკის სხვა სიახლეები