"დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა, არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს"
"დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა, არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს"
"ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება პრეზიდენტმა ან ნებისმიერმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას.

მისი თქმით, ამ საკითხის დარეგულირება აუცილებელია.

"აუცილებელია დარეგულირდეს ეს თემა ამ ასპარეზზე. არ შეიძლება პრეზიდენტმა ან ნებისმიერმა განსწავლულმა ადამიანმა იმოქმედოს თვითშემოქმედებით. შეწყალება კარგი ფაქტია, მაგრამ შეწყალება წარმომიდგენია ადამიანზე, რომელიც მუხლებზეა დაცემული, მონანიებული აქვს ყველაფერი, შეწყალებას ითხოვს და ამის გარდა,
მისგან დაზარალებული მხარეც არ არის მისი შეწყალების წინააღმდეგი. მე მხედველობაში მაქვს მძიმე დანაშაულები. ვფიქრობ, სანამ ეს სფერო არ დარეგულირდება და გარკვეული პრინციპები არ ჩამოყალიბდება, გადაცდომებისგან, არასწორი გადაწყვეტილებებისგან არავინ არის დაზღვეული. ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა
,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის მხარდაჭერილი
კანდიდატია, თუ გრძნობს თავად პასუხისმგებლობას, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ამ მხარდაჭერას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს.

"მნიშვნელობა არ აქვს ამას. ჩვენი მხარდაჭერილია იმიტომ, რომ საკმაოდ დამოუკიდებელი ხასიათი და მიდგომები აქვს. ასეთი პრეზიდენტი სჭირდებოდა ქვეყანას, რომელიც პოლიტიკური პარტიებისკენ არ იხრება. თუმცა არ შეიძლება, რომ დაშვებული შეცდომა სათანადოდ არ იქნეს შეფასებული,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად აუცილებელია სწრაფად დაკომპლექტდეს შეწყალების კომისია, ვოლსკიმ უპასუხა, რომ აუცილებელია, "რაღაც ამდაგვარი მალე ჩამოყალიბდეს."

"არამგონია, რომ რომელიმე პრეზიდენტი, გინდა საქართველოსი და გინდაც სხვა ქვეყნის, მოწყვლადი არ იყოს, თუკი მას არ აქვს მყარი და პროფესიონალურად აწონილ-დაწონილი წინადადებები. მიიღებს თუ არ მიიღებს - ეს მეორე საკითხია. დისკრეცია კონსტიტუციით არის განსაზღვრული, მაგრამ არ შეიძლება ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს ისეთი საკითხები, რომელიც თუნდაც ასეთ კითხვენს და მწვავე შეფასებებს განაპირობებს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რაღაც ამდაგვარი უნდა ჩამოყალიბდეს და რაც შეიძლება მალე,"- განაცხადა ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა