"საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნები გაიზარდა, თუმცა ქართველები მიიღებენ უარს და მათ აუცილებლად დავაბრუნებთ საქართველოში"
"საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნები გაიზარდა, თუმცა ქართველები მიიღებენ უარს და მათ აუცილებლად დავაბრუნებთ საქართველოში"
გუშინ მოეწერა ვახტანგ გომელაურთან ერთად ხელი დეკლარაციას, რადგან საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნები გაიზარდა და ეს ჩვენთვის პრობლემაა, - ამის შესახებ შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა მარიო გატიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ისაუბრა არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით და დეკლარაციაზე მიგრაციის შესახებ, რომელსაც 2019 წლის 16 სექტემბერს თბილისში მან და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხელი მოაწერეს.

"გუშინ მოეწერა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად ხელი დეკლარაციას, რადგან საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნები გაიზარდა და ეს ჩვენთვის პრობლემაა.
იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტროსთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ეს დეკლარაცია უბრალოდ, ხელს შეუწყობს, ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობა სწორედ მიგრაციის საკითხებში", - განაცხადა გატიკერმა.

მანვე ისაუბრა იმის შესახებ, რომ შვეიცარიაში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველო მეხუთე ადგილზეა, ხოლო ახალი ჩამსვლელების სტატისტიკით - მესამე ადგილზე.

"მიზეზი
ეკონომიკურია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეხუთე ადგილზეა თავშესაფრების მოთხოვნის კუთხით, მესამე ადგილზეა ახალჩამოსულთა სტატისტიკით. შესაბამისად, ეს არის სწორედ, რაც გვაშფოთებს და ამის მიზეზი რა თქმა უნდა, ეკონომიკურია. რაც შეეხება პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლებს, 2016 წლის შემდეგ მივიღეთ დაახლოებით ორიათასამდე მოთხოვნა. მათ არანაირი კონკრეტული საფუძველი, თუ რატომ ითხოვდნენ თავშესაფარს, არ ჰქონდათ. ჩვენ ამას დაუსაბუთებელ აპლიკაციასა და განაცხადს ვეძახდით. არც ერთი არ დაკმაყოფილდა და ეს იყო თავად თავშესაფრის მაძიებლებთა შესახებ კანონის უხეშად დარღვევა", - განაცხადა გატიკერმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ.

"ჩვენი, როგორც შვეიცარიის მთავრობის პასუხია: სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ვიზალიბერალიზაციის ღირსია საქართველო და მოქალაქეებმა უნდა იმგზავრონ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე და ამას მხარს თავიდანვე ვუჭერდით, თუმცა ის ზომებია მიღებული, რომ ყველა ქართველი, რომელიც შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებლად ითვლება და ამ თხოვნით მოგვმართავს ჩვენ, აუცილებლად მიიღებს უარს და აუცილებლად დავაბრუნებთ საქართველოში. სწორედ ეს ეხმარება საქართველოს და იმას, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის არ შეწყდეს", - განაცხადა გატიკერმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები